"ტორპედომ" თბილისის "დინამოს" სძლია და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს სუპერთასის ფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ტიტული მესამედ მოიპოვა.

მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ქუთაისური გუნდი 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები შეტევებზე გადავიდნენ, ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა, მეკარე კლიაიჩმა რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ მანჯგალაძემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ბოლოს კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში დინამოელთა მეკარე მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და მარცხი განიცადეს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

დინამო (თბ) - ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ჟუნიორი (3), 0:2 ნინკოვიჩი (61), 1:2 ცეცხლაძე (85)

alt28 ივნისს სუპერთასის

ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავთ ტორპედოელებო
ტორპედო!
23:11 03-07-2024
4
არც ტორპედოა ქართული სახელი და არც დინამო. გავკარი ორივეს. დარქვით ქართული სახელები კლუბებს.. ქართული დასახელება გამოადგება საქართველოს…. ცოტა ჭკვაც ისწავლეთ ფეხბურთთან ერთად.
ივანე
09:04 04-07-2024
10

სიახლეები პოპულარული