"ტორპედომ" თბილისის "დინამოს" სძლია და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს სუპერთასის ფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ტიტული მესამედ მოიპოვა.

მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ქუთაისური გუნდი 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები შეტევებზე გადავიდნენ, ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა, მეკარე კლიაიჩმა რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ მანჯგალაძემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ბოლოს კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში დინამოელთა მეკარე მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და მარცხი განიცადეს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

დინამო (თბ) - ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ჟუნიორი (3), 0:2 ნინკოვიჩი (61), 1:2 ცეცხლაძე (85)

alt28 ივნისს სუპერთასის

ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 7 /
Რა მაგრად ერკვევი ფეხბურთში.სტივი(როგორც შენ იძახი) მწვრთნელად და შენ თანაშემწედ.გავალთ კიდეც მსოფლიოზე.თან ნაკრების 80% ტორპედოს აღზრდილი ფეხბურთელებია და გაგიადვილდებათ ურთიერთობა ერთმანეთთან
zviadi-ს
04 ივლისი 2024 19:08
0
კოვიდი მოვიშორეთ, მანამდე არაერთი ეპიდემია, მეცოცხეები მოვიშორეთ და რა გახდა ეს ფიფია? "დინამო" ერის სიამაყეა და არ შეიძლება ის ასეთის ხელში!
ბაკარია
04 ივლისი 2024 10:12
11
არც ტორპედოა ქართული სახელი და არც დინამო. გავკარი ორივეს. დარქვით ქართული სახელები კლუბებს.. ქართული დასახელება გამოადგება საქართველოს…. ცოტა ჭკვაც ისწავლეთ ფეხბურთთან ერთად.
ივანე
04 ივლისი 2024 09:04
10
რა სამკურნალო ხარ მაგრამ შენაირი განა ცოტაა.....ეს რა საბჭოთა ფობია გჭირთ ჰიუსტონის გუნდს რატომ ქვია დინამო???
ჟორა
04 ივლისი 2024 11:56
5
ტორპედო წელს ჯგუფშიც შევა, ისე სანიოლის შემდეგ კი სტივი ნაკრების სათავეში საუკეთესო არჩევანი იქნება
zviadi
04 ივლისი 2024 09:02
2
სახოს როდის ვნახავთ საქმეში?
რაბუ
04 ივლისი 2024 00:21
0
გილოცავთ ტორპედოელებო
ტორპედო!
03 ივლისი 2024 23:11
4

სიახლეები პოპულარული