კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

AutoSharing Option
ქართული კლუბები ევროტურნირებზე 29-ედ ჩაერთნენ. ახალი რა უნდა იყოს? ისევ იმედი, რომ უფრო შორს გავალთ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოვხვდებით... უნდა ვაღიაროთ, სანაკრებო ამბებმა ამ ზაფხულს საკლუბო თემა უკანა პლანზე გადაიტანა. ისე კი, აქ ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ვწერდით, რომ ამა თუ იმ ქვეყნის კლუბებთან კი ვმარცხდებით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სანაკრებო დონეზე მათზე წინ ვიყოთო და ეს ასეც დადასტურდა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაღალი დონის ლეგიონერები რომ გვყავდეს, თავდაპირველად მათ სწორედ ეროვნულ ლიგაში უნ
და ითამაშონ...

Sportall.Ge

ბათუმის "დინამოს" არ გაუმართლა და ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ქართული კლუბების სახელით ბულგარელებს პირველად გაუტანეს, არადა, აქამდე მათ საკმაოდ ბევრჯერ (8) შევხვედრივართ. გოლი მაღალი კლასის იყო, თუმცა გუნდებს შორის განსხვავება სწორედ კლასში ჩანდა, სადაც აშკარად ჩამოვუვარდებოდით. სტანდარტულების დროს ძალიან დაგვჩაგრეს, ჯერ კუთხური ისე გაგვითამაშეს, ამ დონეზე რომ იშვიათია, ბოლოს კი, ჯარიმისას, ჩვენი კედელი "ჩამოიშალა".

რა თქმა უნდა, განმეორებითი შეხვედრის წინ იმედი არ უნდა დავკარგოთ, დემჩენკოს "დილასთან" ერთად არაერთი მოულოდნელობა დაუფიქსირებია, თუმცა რეალობას თვალი გავუსწოროთ...

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ბოლო წლებში თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე გამოსვლა შიშს უფრო იწვევს, ვიდრე პოზიტიურ მოლოდინს. ფელდჰოფერის გუნდი მართლაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდითაა დაკომპლექტებული და როგორც წესი, ასეთ დროს შედეგის მოთხოვნა რთულია. კრიტიკაც მოზომილი უნდა იყოს... ველოდებით, რომ თბილისელთა თამაშზე გვატემალელთა განსაკუთრებული ინტერესი იქნება, რომლებიც ოსკარ სანტისის გულშემატკივრები არიან...

კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს "მორნარ ბარის" დღეს, 11 ივლისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ვეთამაშებით. მეტოქე ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გამონაკლისი კი 30 წლის ფრანგი მარცხენა გარემარბი კრის ონდონგ-მბაა, რომელიც 8 აგვისტოს თავისუფალი აგენტი ხდება.

"მორნარ ბარმა" მონტენეგროს ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. ისინი საშინაო მატჩს პოდგორიცაში, 4-ათასიან არენაზე ჩაატარებენ....

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, "იბერია 1999" (ყოფილი "საბურთალო") კონფერენს ლიგაში მეორე წრიდან ერთვება, პირველ წრეში კი ქუთაისის "ტორპედოც" ითამაშებს.

გიორგი არაბიძე განაცხადშია, თუმცა მის წასვლას სამხრეთ კორეაში ელიან. მთავარი სიახლე მამადუ სახოს ტრანსფერს უკავშირდება.

ქუთაისელები დღეს საღამოს ალბანურ "ტირანას" 21:00 საათზე უმასპინძლებენ, რომელთაც საკუთარ პირველობაზე მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავეს. გუნდს კარგი ბრაზილიელი ფორვარდი პატრიკი ჰყავდა, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა. მათ მიქაუტაძის ყოფილ კლუბ "სერენიდან" 25 წლის ფრანგი შემტევი მაჰამადუ დემბელე უფასოდ გადაიბირეს და მისი ეიმედებათ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 43 წლის სომეხი ზავენ ჰოვანისიანი იქნება, რომელიც ლმობიერ მსაჯად მიიჩნევა.

alt"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ

altბათუმის "დინამო" "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლუდოგორეცის მსგავს გუნდს ვერ ჩამოაყალიბებ ოცდაათ წელიწადში ესეიგი თაღლითი ხარ ან სულელი!!!
2
ტორპედომ ეგრევე უნდა მიაწვეს და აგრძნობიონ ცოტა ჟილკა თან მაყურებელიც ბევრი იქნება და დაიბნევიან ტირანას ფეხბურთელები აქ სად მოვედითო და რაც შეიძლება დიდი ჰანდიკაპით უნდა მოვიგოთ თორე ალბანეთში პროვოკაციებზე წამოვლენ
ტოტტი
12:30 11-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული