ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა სტუმრად ლიეტუვის 1:0 დამარცხებით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ირის ანტმანმა გააკეთა:

"ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, იამაყებდა ჩვენი ნაკრებით. მატჩი არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ.

ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა
ჩადეს.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენს მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.

ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენ გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ და მადლობა,ძვირფასო ქალბატონო.თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სასწაულებრივად გადასხვაფერდა!
ბრაზი
20:05 17-07-2024
0
რას ნიშნავს მწვრთნელის ხელი.
status quo
11:41 18-07-2024
0

სიახლეები პოპულარული