წარმოუდგენელი უსამართლობა - ბათუმის "დინამომ" "ლუდოგორეცს" არასაკმარისი ანგარიშით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა.

აჭარულმა გუნდმა გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ, სახლში თავიდანვე აქტიურად შეუტია და მამუჩაშვილმა მცველისგან რიკოშეტით პადტის კარი დალაშქრა. მერე მამუჩაშვილის 100%-იანი გოლი ხორვატმა მსაჯმა დარიო ბელმა რატომღაც არ ჩათვალა. ბათუმელებმა ზეწოლა გააგრძელეს, ღუდუშუაურმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში კი ბლესას დარტრყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც მათი
თავდამსხმელის, ტაკპეტეის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ღუდუშაურს გატანა მეკარემ არ დაანება. ბულგარული გუნდის ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ, რამდენიმე ყვითელი ბარათი მიიღეს და პაუზებით ტემპს აგდებედნენ. 87-ე წუთზე გომისის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს ხარაბაძეს და გომისს პადტმა არ გაატანინა და დაპირისპირება 1:0 დასრულდა.

დემჩენკოს გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს და მონტენეგროს "დეჩიჩს" შეხვდება - 25 ივლისს სახლში, ხოლო 1-ელ აგვისტოს სტუმრად.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლუდოგორეცი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (3)

დინამო (ბთ): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, სილვა, სანტოსი, ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშაური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)

altბათუმის "დინამო" "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ღუდუშაურს უკლასოა. თავზე როგორ ვერ გადაუგდო, გასატანი იყო მაგრამ ჯანდაბას შევეშათ ამ მომენტს. ბოლო წუთებზე ძელიდან ასხლეტა რომ მიუვიდა იღორა და უკეთეს პოზიციაში მყოფს არ დაუგორა პასი. მსაჯს კიდე რავიცი რა ვუწოდო, რა გახსოვთ რაც ბოლოს ფედერაციამ გაასაჩივრა. მე არაფერი. ესეც ასე უყურადღებოდ ჩაივლის. მაინც მგონია არ იმსახურებდა ბათუმი გამოვარდნას და წარმატებით სვლას ვუსურვებ კონფერენსზე
იბრუხ მართალი
00:58 18-07-2024
0
აქ ტრადიციულად ჩასაფრებული პროევროპელი ვირთხები ხელს ფედერაციისკენ იშვერენ ხელს. . .ის რომ არ ჩაითვალა ეს გოლი და არც გადამოწმდეს მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ხარ და არც გადამოწმდეს ოდა. . .ევროპელი მსაჯები ჩაგრავენ ქართველ მოჭიდავეებს ზუსტად იმავე რუსებთანაც რომ იცოდეთ. . მაგრამ. . .მაგრამ ის რომ ხართ ვირთხები და ვირთხულად აკომენტარებთ. . . ტრილიარდპოცენტიანი გოლი იყო და არ ჩათვალეს. . .მთავარია წააგო ბათუმმა და სალანძღავი მოგეცათ თქვე ტროცკისტო უსამშობლო ე.წ პროევროპელო ბოლშევიკებო
ნაპოლეონი
00:51 18-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული