წარმოუდგენელი უსამართლობა - ბათუმის "დინამომ" "ლუდოგორეცს" არასაკმარისი ანგარიშით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა.

აჭარულმა გუნდმა გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ, სახლში თავიდანვე აქტიურად შეუტია და მამუჩაშვილმა მცველისგან რიკოშეტით პადტის კარი დალაშქრა. მერე მამუჩაშვილის 100%-იანი გოლი ხორვატმა მსაჯმა დარიო ბელმა რატომღაც არ ჩათვალა. ბათუმელებმა ზეწოლა გააგრძელეს. ღუდუშაურმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში კი ბლესას დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა და სტუმრებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც მათი
თავდამსხმელის, ტაკპეტეის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა. ღუდუშაურს გატანა მეკარემ არ დაანება. ბულგარული გუნდის ფეხბურთელები უხეშობას არ ერიდებოდნენ, რამდენიმე ყვითელი ბარათი მიიღეს და პაუზებით ტემპს აგდებდნენ. 87-ე წუთზე გომისის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს ხარაბაძეს და გომისს პადტმა არ გაატანინა და დაპირისპირება 1:0 დასრულდა.

დემჩენკოს გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს და მონტენეგროს "დეჩიჩს" შეხვდება - 25 ივლისს სახლში, ხოლო 1-ელ აგვისტოს სტუმრად.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლუდოგორეცი 1:0
გოლი: მამუჩაშვილი (3)

დინამო (ბთ): სილვა, ჩიტეიშვილი (მალი 46), კობახიძე, ხარაბაძე, სილვა, სანტოსი, ვიქტორი (მარა 63), მამუჩაშვილი, ღუდუშაური (ფაჩულია 90), გომისი, ბლესა (ტამბედუ 72)

altბათუმის "დინამო" "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
ასეთი მსაჯები უნდა მოკვეთო სამუდამოდ ფეხბურთიდან
ტოტტი
23:21 17-07-2024
1
არის ის რომ არცერთი ტელევიზიას ანონსიც კი არ გაუკეთებია ამ თამაშის,თითქოს წინასწარ განწირული იყო ბათუმის დინამო.ქვეყნის ჩემპიონი როცა საერთაშორისო მატჩს თამაშობს თუნდაც ერთი სტატია რატომ არ უნდა დაუთმოს ამ სპორტულმა ინტერნეტგამოცემამ.ახლა უშუალოდ მატჩს რაც შეეხება.ამ თამაშში გამოჩნდა,რომ მწვრთნელი გაცილებით მაღალი დონი ჰყავს გუნდს ვიდრე ფეხბურთელები.როცა გუნდი შვიდ რვა რეალურ საგოლე მომენტს შექმნის და მხოლოდ ერთი გააქვს ისიც რიკოშეტით მიუთითებს საშემსრულებლო ოსტატობის ნაკლებობაზე,კლასს რომ ვეძახით!
სამწუხარო რეალობა
00:21 18-07-2024
3

სიახლეები პოპულარული