"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „ტირანა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სტუმრები დებიუტში იონსენმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე კლიაიჩი. მეორე ტაიმში „ტორპედომ“ თამაში გამოასწორა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურთი დაიჭირა. ბოლოს ალბანური გუნდი შეტევაზე გადავიდა, დუბლის შესრულება კი იონსენს შეეძლო, რომელსაც კონტრიერიშისას მეკარე სელმანიმ არ გაატანინა და ქუთაისურმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა.

"ტორპედო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.

ელბასანი. „ელბასან არენა“
ტირანა - ტორპედო 0:1
გოლი:
იონსენი (2)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61), მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 72), გიგაური (მანჯგალაძე 86), ნინკოვიჩი, პირესი, იონსენი

altორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
"ომონია" კი არა, გორის დილამ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ გამოაგდო უეფას ტურნირიდან, რომელსაც ინტერი ჰყავდა დამარცხებული. მიდი ტორპედო აჩვენე ქართველების და პლიუს ლეგიონერების ერთობლივი ძალა.
გიზოგ
12:50 19-07-2024
0
ვულოცავ ქუთაისს შემდეგ ეტაპზე გასვლას. ფიზიკურად გუნდი არ არის მზად, ძალიან იწვალეს ტირანასთან ფიზიკური კონდიციებით მხოლოდ იონსენი და მჭედლიშვილი შეგვიძლია გამოვყოთ. თუმცა იმედია ომონიასთან ფორმის პიკში შეხვდებიან მთავარია ბოლომდე ბრძოლა და ჟინი. ფურცელზე ფავორიტი არაფერს ნიშნავს ბათუმი რომ ლუდოგორეცს შეხვდა მეგონა გადაგვივლიდნენ მაგრამ ბრძოლით,ტაკტიკით და შემართებით კი ნახეთ ცოტა რომ გამართლებოდათ გააგდებდნენ მაგ გუნდს და ტოლ სწორად ეთამაშნენ.
სტივ კინს რავიცი ვერ შევაფასებ ჯერ დაველოდოთ შემდეგ თამაშებს მანდ გამოჩნდება რისი მაქნისია.
მიდი ტორპედო წინ ქულების დაგროვება გჭირდება რომ შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე განთესილი იყო და შედარებით სუსტი გუნდი შეგხვდეს მაგ ეტაპის გავლის შემდეგ მინიმუმ კონფერენციის ფლეი ოფში ვიქნებით.
ამიტომ აუცილებლად გასავლელია ომონიას ბარიერი უნდა შევაკლათ თავი!!!
ნიკა
11:08 19-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული