"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანურ "ტირანას" აჯობა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" შეხვდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ედო ბადალაშვილის თქმით, ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის საშინელ პირობებში ემზადებოდა:

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა, თუ გენდომებათ, მატჩს
ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო..."

დაველოდოთ, უეფა რა სანქციებს მიმართავს!..

alt"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
არავისზე ნაკლები არაა ქართველი ერი, თუ ვინმე კარგად ცხოვრობს ევროპაში ძირითადად ნაძარცვით, ძალიანაც კარგები ვართ, და ისტორიის მანძილზეც ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია, არაა საჭირო საკუთარი თავის ლანძღვა, სხვების დროა ეხლა უბრალოდ, არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება..
Zviads
10:13 19-07-2024
1
ბალახის სიმაღლეც უნდა გაგეზომათ, ჰაერის ტენიანობა და ატმოსფერული წნევაც.))) თქვენი საქმე ისეა, ცუდ მოცეკვავეს სალამური უშლიდა ხელსო. დაუწერეთ ისტორიები ყოველ წელს ახლადგამოჩეკილ მეცხვარეების და მეთევზეების გუნდებს და მერე მარცხი კარის ზომებს და მსაჯებს დააბრალეთ. ჰო, კიდევ უფრო მეტი უნიჭო ბრაზილიელი, აფრიკელი და პორტუგალიელი დაიმატეთ და ავშენდებით. ))) ტორპედოს ვულოცავ წარმატებას და ვუსურვებ მეტ ვარჯიშს და გუნდურობას. ოქრიმ გამაკვირვა სასიამოვნოდ, ეტყობა მონდომება, ბევრ ახალგაზრდას აჯობა შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით. არ არის ჯერ ჩამოსაწერი ფეხბურთელი. ერთი რაც უნდა გამოასწოროს - ეს მუდმივი ხელების შლა და კამათია. მაინც ეტყობა ამპარტავნობის ელემენტები. მესი რომ მესია, ისიც კი ითმენს და თავმდაბლობს. ამიტომაც არის ყველასგან გამორჩეული. მსაჯებსაც თუ არ მოვუგეთ, ისე კიდევ ბევრჯერ დაგვჩაგრავენ.
გაიგე ანზორი?
10:07 19-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული