"ყველას ბოდიშს გიხდით! შედეგი ორმაგად გულდასაწყვეტი ამის გამოა..." - რა თქვა "ტირანას" მწვრთნელმა "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე ალბანურ "ტირანას" 1:0 სძლია, ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა.

მატჩის შემდეგ ალბანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბლედი შკემბიმ ადგილობრივ ტელევიზია RTSH-ს ინტერიუ მისცა, სადაც ძალიან დამწუხრებული იყო და ბოდიშიც მოიხადა. 

"ბოდიშს გიხდით! ეს შედეგი განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი იმიტომაა, რომ პირველ შეხვედრაში დადებით რეზულტატს მივაღწიეთ, თუმცა ვიცოდით, რომ შემდეგ წრეში გასვლა რთული იქნებოდა.

ზოგჯერ საშინაო თამაშები უფრო რთულია, ვიდრე გასვლაზე ასპარეზობა. თამაშით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი
მიღწეული არ არის.

სწრაფმა გოლმა ნამდვილად გააფუჭა ჩვენი გეგმები. ეს ფსიქოლოგიურად გვამძიმებდა. ცოტა იღბლით და სიმშვიდით შეგვეძლო გოლის გატანა და გათანაბრება.

ამაზე მეტის გაკეთება შეგვეძლო, ეს არ არის ზღვარი. უცხოეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები არ არიან სწორ ფიზიკურ ფორმაში. მათ გარკვეული დრო უნდა მიეცეთ. დარწმუნებული ვარ, ვარჯიშებზე ერთად მეტი დროის გატარებით უკეთესები და ძლიერები ვიქნებით", - თქვა შკემბიმ.

ინფორმაციისთვის, "ტორპედოს" მეტოქე მომდევნო წრეში კვიპროსის "ომონია" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე წრეში ტორპედოს სულ ძლიერი მეტოქე ხვდება რაა ... მაინც უნდა გადავლახოთ !!!
bejo
13:20 19-07-2024
4
ომონია !
გენა
13:05 19-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული