"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გველესიანის თქმით, იგი კლასიკურ ფეხბურთელებს არ ჰგავს და კოლექტივთან მუდმივად კონტაქტს ვერ ახერხებს.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ცოტა ერთულებოდათ. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ ან არ შეეძლოთ, უბრალოდ ტიპაჟურად სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდებოდი. ამას ჩემ სასიკეთოდ არ ვამბობ. ხანდახან კოლექტივთან ერთად როცა ხარ, ჯობს, რომ იმ კოლეგებთან 100%-ით კონტაქტური იყო და მე ეს მიჭირდა...

ვილიმაც აღნიშნა ერთხელ, გამიყვანა გვერდით და მითხრა: "გიორგი, შენ
როგორც გიყურებ, მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ, შესაძლოა, ირანის გავლენაც კი იყოს-მეთქი. ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის გავლენაც იქნებაო...

სინამდვილეში, ეს ირანის გავლენა არ არის, თუმცა მარტო ცხოვრების გავლენა არის. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ალბათ განვსხვავდები ტიპაჟურად კლასიკური ფეხბურთელის გაგებისგან", - განაცხადა გველესიანმა.

altგველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

altრონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ინტერვიუ წავიკითხე ამბობდა ფეხბურთელობა ძნელია და რასაც ვიღებთბ გვეკუთვნისო ღმერთმა შეგარგოთ მაგრამ..ძნელი ჩემო ძამიკო დავითის სამსახურია მეც იგივე დავითი ვარ და ბევრი აქ ჩემნაირი 1200 ლარზე ნახევარი დღე ვშრომობთ და საჭმლის ფულად არვგვყიფნის! შენ თუ გგონია როლექსი ჩვენ არ ვიცით დოლჩე გუჩი და გაბანა ძალიან შემცდარხარ კარგი დასვენებაც ვიცით მე და ჩემმამ მზემ მაგრამ ვერ ვწვდებით არც მანქანის გემოვნება გვაკლია მაგრამ 1200 ლარით რა გინდა ქნა?! ასე რომ წუწუნს მიეშვით და ვითომ წამებულის როლს შეეშვით რასაც უფალი გახლევთ დააფსეთ ! შრომა და წვალება არ იცით თქვენ და მეტიჩრობთ ( ფეხბურთს ვთამაშიბდი მეც არც თუ ისე ურიგოდა არავის დღემდე არაფერს ვაბრალებ ! არც ჩემს თავს მათ შორის! დღემდე არ ვეწევი არ ვსავ და ფორმაში ვარ ვარჯიშობ, რას ეძახით სიძნელებს ვერ გავიგებ ვერასოდეს ვარჯიშს , კვებას? თამაშს? ეს სიმოვნება უნდა იყოს და არაბსირთულე!
Londonidan
14:54 22-07-2024
0
ვილისაც შეუმჩნევია რა თქმა უნდა,ძალიან დეპრესიული ტიპია. ეგ მამაცხონებული არც ევროპაო რო იძახის და თან ძალიან მძიმე ბავშვობაზე და დახეულ ბუცებზე ყვება, მისი ის ბავშვობა შორეულ წარსულში ან 90 ში კი არ იყო, ახლა იყო 2000 დასაწყისში
ნინა
14:43 22-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული