"ერთხელ ვილიმ გამიყვანა და მითხრა, კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" - გიორგი გველესიანმა აქამდე უცნობი ისტორია გაამხილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გველესიანის თქმით, იგი კლასიკურ ფეხბურთელებს არ ჰგავს და კოლექტივთან მუდმივად კონტაქტს ვერ ახერხებს.

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ცოტა ერთულებოდათ. განა იმიტომ, რომ ვერ შეძლებდნენ ან არ შეეძლოთ, უბრალოდ ტიპაჟურად სხვა ფეხბურთელებისგან განვსხვავდებოდი. ამას ჩემ სასიკეთოდ არ ვამბობ. ხანდახან კოლექტივთან ერთად როცა ხარ, ჯობს, რომ იმ კოლეგებთან 100%-ით კონტაქტური იყო და მე ეს მიჭირდა...

ვილიმაც აღნიშნა ერთხელ, გამიყვანა გვერდით და მითხრა: "გიორგი, შენ
როგორც გიყურებ, მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობლობ და რაშია საქმეო?" ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ, შესაძლოა, ირანის გავლენაც კი იყოს-მეთქი. ჰო, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის გავლენაც იქნებაო...

სინამდვილეში, ეს ირანის გავლენა არ არის, თუმცა მარტო ცხოვრების გავლენა არის. მაგრამ საერთო ჯამში, მაინც ალბათ განვსხვავდები ტიპაჟურად კლასიკური ფეხბურთელის გაგებისგან", - განაცხადა გველესიანმა.

altგველესიანის გოლმა "პერსეპოლისს" ჩემპიონობა მოუპოვა [VIDEO]

altრონალდოს ღირსეული საქციელი და გველესიანის მაღალი შეფასება - მათი გუნდების მატჩი 0:0 დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
კომენტარებს რომ ვკითხულობ, გვირაბის ბოლოშიც კი არ მოჩანს სინათლე...
მწარე
12:17 22-07-2024
2
ამ კაცს მაგრად აჟრიალებს! რა ინტერვიუებს იძლევი ევროპის ჩემპიონივით, თუ დაგავიწყდა გაგახსენებ ესპანეთმა 4-1 ამოგტენათ და ნიკო უილიამსმა ერთ ადგილზე მოგსვა ერთი ერთზე, რომ გავიდა!
მწვრთნელი
11:00 22-07-2024
61

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული