ქუთაისის "ტორპედოსა" და კვიპროსულ "ომონიას" შორის უკეთესი "სუმგაითსა" (აზერბაიჯანი) და "ფეჰერვარს"(უნგრეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბათუმის "დინამოსა" და მონტენეგროს "დეჩიჩის" დაპირისპირებაში გამარჯვებული "ჰელსინკს" (ფინეთი) შეხვდება.
თუ "იბერია" ალბანური "პარტიზანის" ბარიერის დაძლევს, მაშინ მისი მეტოქე შემდეგ წრეში "ბაშაქშერისა" (თურქეთი) და "ლა ფიორიტა 1967"-ს (სან-მარინო) შორის გამარჯვებული იქნება.