კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და კვიპროსულ "ომონიას" შორის უკეთესი "სუმგაითსა" (აზერბაიჯანი) და "ფეჰერვარს"(უნგრეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბათუმის "დინამოსა" და მონტენეგროს "დეჩიჩის" დაპირისპირებაში გამარჯვებული "ჰელსინკს" (ფინეთი) შეხვდება.

თუ "იბერია" ალბანური "პარტიზანის" ბარიერის დაძლევს, მაშინ მისი მეტოქე შემდეგ წრეში "ბაშაქშერისა" (თურქეთი) და "ლა ფიორიტა 1967"-ს (სან-მარინო) შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დაანებეთ ამათ თავი, ხომ ხედავთ არაფერი გამოდის
ჯუდო
17:24 22-07-2024
4
ნუ იქნებით ასეთი თავდაჯერებული დეჩიჩს კარგი დაცვა ყავს და არც ბათუმია ბარსელონა თავდასხმაში მანდ შანსები 55/45 ზეა
donald tramp_S
17:23 22-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული