"ვილიარეალთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. შეხვედრის შემდეგ "სენტ-ეტიენის" მწვრთნელმა ოლივიე დალ'ოლიომ კლუბის საიტთან ისაუბრა:
"კარგად ვითამაშეთ. რაღაც დავინახეთ, თუმცა რაღაც ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს. ეს მოგება კარგ სამსახურს გაგვიწევს. ბიჭები ურიგო ხასიათზე არ არიან. მათით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თავიდანვე საინტერესოდ მოქმედებდნენ.
დავითაშვილი მაღალი კლასის მოთამაშეა. ვიცით, რომ კარგი დონისაა. დაგვანახა, რომ ბურთის დაჭერა, გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 23 წლისაა, გარკვეული გამოცდილება შეგვძინა. ვგრძნობთ,
რომ როდესაც ბურთი აქვს, შეიძლება რაღაც მოხდეს".