ფრე მონტენეგროში - ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „დეჩიჩს“ დაუზავდა - 0:0 (სახლში 0:2 დამარცხდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაპირისპირება ძველ აეროპორტთან, ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.

აჭარული გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველი შანსი კი მასპინძლებს მიეცათ - 38-ე წუთზე შორიდან სეკულოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
შესვენების შემდეგ ბათუმელთა შეტევები მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა გაამწვავა. მსაჯმა მისი და ვ. სანტოსის მონტენეგროელთა საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე ხარაბაძემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პოდგორიცა. „FSCG სტარი აეროდრომ
დეჩიჩი - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (ბთ): რ. სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვ.სილვა, სანტოსი (ფაჩულია 88), ვიქტორი (მარა 56), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა

მკითხველის კომენტარები / 65 /
ძალიან სამწუხაროა სრულიად საქართველოსათვის. ევრო ტურნირებზე ბათუმი იქნება, თბილისი თუ ქუთაისი, ერთნაირად საგულშემატკივროა. შედეგი და წაგება ხომ სამწუხაროა მაგრამ, ორმაგად სამწუხარო და სახიფათოა ის სიტუაცია რაც დინამოებშია. ლუდოგორეცთან განმეორებითი მატჩის შემდეგ, რაღაც იმედი მქონდა, რომ მონტენეგროშიც იბრძოლებდა გუნდი. თუმცა დღეს რაც ვნახეთ სახელს ჯერ კიდევ ვერ ვუძებნი. დეჩიჩთან რომ 2 ბურთი გაქვს გასატანი და 83-ე წუთზე ყველაზე სახიფათო დარტყმა განხორციელებული, ეს არ არის უბრალოდ წაგება. დეჩიჩისგან განსხვავებით ბათუმს აქვს ძალიან კარგი სტადიონი, კიდევ უფრო შესანიშნავი გულშემატკივრით. აქვს პირობები უკეთესი. ძალიან უნდა მოახერხო, რომ მათთან წააგო. ლუდოგორეცი გასაგებია, მაინც ჩვენზე გამოცდილი გუნდია და იქონია გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისინი გამოიყურებოდნენ დაუმარცხებლებად მაგრამ, დეჩიჩი? გუნდი რომელიც მთელს თამაშში 2-3 კომბინაციას ვერ გააკეთებს? ფაქტია რომ კონფერენს ლიგაზე ყველაზე სუსტი გუნდები დინამოებს ხვდათ წილად და ამათმაც თავიანთი გულკეთილობით ისტორია დაუწერეს. იბერიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია ასეც გააგრძელებს. ტორპედოც იმედია გაიბრძოლებს. უშანსოდ ნამდვილად არაა. ფაქტია რომ ამ ორ გუნდს შეუდარებლად უფრო რთული ბარიერი ხვდათ წილად. თუმცა ხარვეზები მათ თამაშშიც ბევრია და ის საერთო პრობლემა რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთშია არც მათგან არის შორს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ოდნავი ოპტიმიზმის საფუძველს ისევ ეს ორი გუნდი გვინარჩუნებს გორის დილასთან ერთად, რომ იქნებ სტაბილურები დარჩნენ და მომავალ სეზონში უფრო პროგრესირდნენ. ლუდოგორეცთან წაგება სამწუხაროა მაგრამ, არ არის ტრაგედია. დეჩიჩთან და მორნართან წაგება და თან ასე, ძალიან ძალიან დიდი პრობლემაა. თუ იბერიამ და ტორპედომ ვერ დააგროვეს ქულები, შესაძლოა მომავალ წელს 4 გუნდი ვეღარ გავიდეს ევრო ტურნირებზე, რადგან ქვეყანა შესაბამის ქულებს ვერ დააგროვებს.
სიმართლე უნდა ითქვას
03:25 31-07-2024
1
8 უცხოელმა ითამაშა ამ მატჩში და ორ თამაშში,ამ,ფაქტობრივად სოფლის გუნდს,ერთი გოლიც ვერ გაუტანეს.რა აზრი აქვს ასეთი უცხოელის მოყვანას?ასე ცუდად ხომ ქართველებიც არ თამაშიბენ.
სოსო
01:00 31-07-2024
0

სიახლეები პოპულარული