ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "იბერია", თუ "ბასაქშეჰირის" ბარიერს დაძლევს

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ევროტურნირზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის "იბერიას" შესაძლო მეტოქე გაირკვა.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილების თურქული "ბასაქშეჰირის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ან ირლანდიულ "სენტ პატრიკ ატლეტიკსს" ან აზერბაიჯანული "საბაჰს" დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციისთვის, "იბერია" "ბასაქეშჰირთან" პირველ მატჩს თბილისში 8 აგვისტოს, თურქეთში განმეორებითს კი 15 აგვისტოს გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
ე ბიჯო, იქნებ გავცდეთ ერთსაც და მეორესაც! არის რეალური შანსი! გულმშემატკივრებისგან უნდა დიდი მობილიზება და მხარდაჭერა! 8-ში ყველა სტადიონზე!!!!!!!!
გოჩა
17:03 05-08-2024
2
ჩემის აზრით იბერია კი არაა მთელი საქ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები რო შევკრათ ბაქაშეჰირს ვერასდროს ვერ გადავლახავთ უდაბლეს დონეზე ვართ საკლუბო ფეხბურთი მე ასე დაბალი დონის ჩემპიონატი სანმარინოს გარდაა არცერთი არ მეგულებაა
სიმართლე
18:33 05-08-2024
6

სიახლეები პოპულარული