დვალის "აპოელი" პირველ მატჩში ლატვიაში დამარცხდა

AutoSharing Option
"აპოელი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე „რიგასთან“ 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარია 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო.

საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ნიქოზიაში ჩატარდება.

რიგა. „LNK სპორტა პარკი“
რიგასი - აპოელი 2:1
გოლები: 1:0 კუადიო (31), 2:0 იკაუნიეკსი (45+1, პენ), 2:1 ელ-არაბი (51)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვოლკოვის ზირა კი კვიპროსულმა ომონიამ გახედნა საფუძვლიანათ 6:0 პირველივე შეხვედრაში.
1

სიახლეები პოპულარული