"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.

Sportall.Ge


შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 53 /
ჩემი თანადგომა ჯუნგლებს! ეგაა სწორი და კაცური პოზიცია! ზოგიერთებივით, ჯიბის ფან-კლუბი არ ხართ. ზოგიერთების გასაგონად, ტორპედოს რომ უჭირდა და მეორე ლიგაში იყო, ამ ბიჭებს მიჰქონდათ ბაზაზე საკვები. არ ვაჭარბებ. ასეთი გულშემატკივარი მეტს იმსახურებს, ვიდრე ვიღაც ფიზკულტურის მასწავლებელია.
ციციკორე
18:39 26-08-2024
2
მიუხედავად იმისა, როგორც მწვრთნელი არაა პროფესიონალი კინს ჰქონდა ტორპედოს წარმატებაში დიდი როლი:
1. ფეხბურთელებზე სწორ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა, გამარჯვებისკენ მათავდა და ფსიქოლოგიური წნეხისგან ათავისუფლებდა;
2. გააერთიანა ჩხეტიანის დროს დახლეჩილი გუნდი (არ გაგიკვირდეთ და ნამდვილად ასეი იყო გასულ წელს);
3. გუნდში მოშალა ნეპოტიზმი (რადგან არ ჰყავდა საკუტარი ფეხბურთელები) და ჯანსაღი კონკურენციით აყენებდა სასტავს;
4. ყველა ფეხბურთელთან დაამყარა ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობა;

მაგრამ როდესაც მიეცა ახალი გუნდის შენების განუსაზღვრელი უფლებები, როგორც ჩანს ძალაუფლებით ტკობაბაში გადავარდა და დაიწყო მაგანაც მიქარვები უაზრო ლეგიონერების მოყრით და საშიმელი სათამაშო ტაქტიკით. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს იყო ხუხულა, რომელიც სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან დაიშლებოდა.

და ყველაფრის ტრენერზე გადაბრალებაც არასწორია, ყველა ტრანსფერის ისტორიის შესწავლა, თუ მოხდება, შეიძლება ისეთი ფაქტები და დაინტერესებული მხარე გამოვლინდეს, როგორიც ნამდვილ გულშემატკივარს აზრადაც არ მოუვა.
kaxa
18:14 26-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული