"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.

Sportall.Ge


შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ბათუმის დინამოსავეთ არ დაგემართოთ, ახლა ვნატრულობთ გეგუჩაძეს
გიო
22:33 26-08-2024
0
ბათუმის დინამომ დამიკომენტარა დილას ებრაელი მილიონერი მფლობელიო, ნეტა მართლა მილიონერი იყო რაღა გვიჭირს. ჩვენი ბიუჯეტი 5-6 მილიონია, მაშინ როცა ორივე დინამოს, ტორპედოს, საბურთალოს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვთ. რატო ყიდისო ფეხბურთელებსო. იმიტო ყიდის რო გუნდმა იარსებოს, დილა ტრანსფერების ფულზე დგას, გუნდში მაქსიმალურად ყველა პირობაა შექმნილი და წლებია არანაირი დავალიანება არ არის იგივე ბათუმის დინამოსგან განსხვავებით სადაც თვეებია ხელფასები არ დარიგებულა. დილას აქვს ერთი მარტივი პრინციპი, მინიმუმ 3 წლიანი კონტრაქტი და მინიმუმ 2 წელი არ ყიდიან არავის რო ჯერ თვითონ გამოიყენონ და მერე როცა დრო მოვა მერე ყიდიან. ჯუნგლებს მინდა ვუთხრა რო არ იჩქაროთ. როცა დილაში ახალი მფლობელი მოვიდა 3 სეზონი შედეგი არ ქონდა გუნდს, მარა იმის მერე ყოველთვის მინიმუმ სამეულში ტრიალებს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული