"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.

Sportall.Ge


შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 67 /
ვინც კიდევ მოთმინებისკენ და მოცდისკენ მოუწოდებს ფანებს, შეიძლება კეთილი ზრახვებიც ამოძრავებს, თუმცა არა მგონია, ელიგის თამაშებს უყურებდეს. ალბათ უფრო სტატისტიკით შემოიფარგლება და ეგ სტატისტიკა მაგრად იტყუება. თითქოს შედეგს დებს გუნდი, რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია იყო ჩემპიონატში, მაგრამ რის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი? ძირითადად ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასის და მომენტებში გამართლების ხარჯზე. თუ ტორპედოს წლევანდელი თამაშები აქვს ადამიანს ნანახი და ფეხბურთშიც ერკვევა, შეუძლებელია მწვრთნელის არაკომპეტენტურობა თვალში არ მოხვედროდა. უბრალოდ აქამდე ქულები გროვდებოდა და ხმამაღლაც არავინ გამოთქვამდა უკმაყოფილებას. დილასთან მატჩმა ამოხეთქა ეს ყველაფერი, რაც ამდენი ხანი გროვდებოდა. არ შეიძლება ასეთი შემადგენლობით ასე თამაშობდეს გუნდი! არანაირი ტაქტიკა, არანაირი მონახაზი, არანაირი კომბინაცია, ვინ რას აკეთებს მინდორზე, ვერ გაიგებს კაცი. ტიპიური შოტლანდიური დაბალი დონის გუნდის თამაშობს. ამ გუნდს ბევრად ძლიერი მწვრთნელი ჭირდება!
და კიდევ - დაცვას მიხედეთ, დაცვას! სახო არ უშველის ამ დაცვას.
დათა თუთაშხია
02:14 27-08-2024
0
იმედი მაქვს არ ჩქარობთ. ზოგადად გუნდი ერთ და ორ წელიწადში არ შენდება. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისიც არის, რომ სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ. შუა სეზონში მწვრთნელის ან ფეხბურთელების გაშვება არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ისევ იგივე პრობლემებია რაც დასაწყისში. ფეხბურთელების გაყიდვაც იჩქარეს ჩემი აზრით. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, სად იყო ტორპედო როდესაც კინი ტორპედოში მოვიდა. ბათუმის მსგავსად არ მოხდეს ტორპედოში. ძალიან გთხოვთ კარგად გაიაზრეთ სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ არ უნდა აკრიტიკოთ. პირიქით. საჭიროა ჯანსაღი კრიტიკა და შეცდომებზე მითითება.
სიმართლე უნდა ითქვას
23:25 26-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული