კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების უკეთეს კლუბებში ტრანსფერების მიმართ დიდი მოლოდინი შეიქმნა. უფრო მეტის სურვილიც გვქონდა, თუმცა სადმე ჩარიცხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, გუნდს რამდენად სწრაფად მოერგები და აკლიმატიზაციის პროცესს გაივლი. ამ მხრივ საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიასა თუ გიორგი მამარდაშვილის მაგალითებია. სასიამოვნო სიახლეებისთვის სექტემბრამდე ჯერ კიდევ დროა...

ივა გელაშვილი

Sportall.Ge

იტალიაში ჩვენებურების რაოდენობის ზრდა აშკარაა და რა თქმა უნდა, ამაში "კვარას" წვლილი მნიშვნელოვანია. კარგი იყო, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალიან დამაჯერებელ ასპარეზობას ივა გელაშვილის "სპეციაში" ტრანსფერი მოჰყვა. 23 წლის ცენტრალურ მცველს
პრაღის "სპარტაში" მშვენიერი გამოცდილება ჰქონდა. სამწუხაროდ, ივამ მონაწილეობა მხოლოდ 9 მატჩში მიიღო (1 გოლი, 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი) და გუნდის დატოვება მოუხდა. გელაშვილი ეროვნული ნაკრების კანდიდატად მიგვაჩნია და აუცილებელია, თვის ბოლომდე კარგ გუნდში ვიხილოთ, სადაც მეტ ნდობას მიიღებს. ის ბათუმის "დინამოს" ეკუთვნის.

შალვა ოგბაიძე

Sportall.Ge

როგორც იტალიური მედია წერს, "სპეცია" ამჯერად 22 წლის ქართველი უკვე შემტევით, შალვა ოგბაიძით დაინტერესდა. გერმანიიდან ნიდერლანდებში გადასვლის შემდეგ შალვას პროგრესი თვალშისაცემია, "დენ ბოსხის" რიგებში, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, გასულ სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოგბაიძეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძეც ენდობა, ბოლოს ივნისში, ყაზახების წინააღმდეგ ათამაშა... "სპეციამ" ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო, 14 სექტემბერს კი ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" შეხვდება.

კლუბის გარეშე ახლა საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელია: საბა კვირკველია და ნიკა კვეკვესკირი. ისინი ჯერ 32 წლის არიან და საკუთარი დიდი გამოცდილებით არაერთ გუნდს გამოადგებიან, მათ შორის, საქართველოშიც. როგორც ჩანს, ახლა საუკეთესო შეთავაზების მოლოდინში არიან. რთულია, ფეხბურთელი, რომელიც კლუბის გარეშეა, ეროვნული ნაკრების წევრად განიხილო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც გვქონია.

საბა კვირკველია

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთში თამაშობდა, მანამდე კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ვიხილეთ. საბა რუსეთში გამოსვლისას საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი რამდენჯერმე გახდა. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ის ბოლო 4 წლის განმავლობაში პოლონურ "ლეხში" იყო, ზუსტად ამდენივე დრო ყაზახურ "ტობოლში" გაატარა. მანამდე იყო "გაბალა", ბაქოს "ინტერი", გორის "დილა", "ცხინვალი", თბილისის "დინამო" და ზუგდიდის "ბაია".

ქართული კლუბების გაძლიერება ვახსენეთ, რაც ბოლო დროს უფრო ლეგიონერების ხარჯზე ხდება, რომელთა უმეტესობის კვალიფიკაციის შესახებ შედეგები თავად უფრო გვიყვება. ამ დროს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის უგუნდოდ ყოფნა გასაკვირია.

ლუკა ლაკვეხელიანი

Sportall.Ge

მაგალითისთვის, ლუკა ლაკვეხელიანი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. მარცხენაფლანგელი "საბურთალოში" (ახლანდელი "იბერია 1999") გამორჩეული იყო, ჩემპიონებიც გახდნენ და ევროტურნირებზეც ღირსეულად გამოვიდნენ. ამის მერე უნგრულ "მეზოკოვესდ-ზორში" ტრავმები, უიღბლობა, პერიოდული გამონათებები, უნგრეთის თასზე გამარჯვება, საბოლოოდ კი ლუკამ აქ ცოტა ითამაშა და საქართველოში დაბრუნდა. ლაკვეხელიანი ერთი სეზონი თბილისის "დინამოში" იყო, ბოლოს კი ამდენივე ხანი ფოთის "კოლხეთში" დაჰყო. 175 სმ სიმაღლის მცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში რვა მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც ორი გოლი გაიტანა.

სატრანსფერო სეზონის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა, თავისუფალ აგენტებს კი ახალ გუნდში ჩარიცხვა შემდეგაც შეუძლიათ!..

altსანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

მკითხველის კომენტარები / 6 /
მახსოვს ადრე აქ ითხოვდნენ, ნინუა მოძებნეთ და ჩაწერეთ, აბა რისი ჟურნალისტები ხართო, თითქოს მაკელელეს ვკარგავდით. ხოდა დინამოშია ახლა ნინუა, ტორპედოსაც გაუტანა, ამ საიტზეც იდება. ახლა აღარაა საინტერესო, ხო?
ნიკი-ს
16:41 27-08-2024
0
ნიკა ნინუა სად თამაშობს?
ნიკი
14:54 27-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული