ოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
56 წლის ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

გუშინ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებურმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არ იყო გამორიცხული, რომ გადამდგარიყო.

ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ჯამში მან გუნდი 20 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 5 მოგება, 2 ფრე და 13 წაგება მოაგროვა. კვიპროსელებმა 19 გოლი გაიტანეს, 49 კი საკუთარ კარში მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ასე, შე კაცო. რას იგლიჯავ ნერვებს. ფაქტია, რომ შეცდომა იყო მანდ მისვლა. არაუშავს თემურჯან, შენ ყველაზე მთავარი რაცაა ამ ქვეყნად, ის გაქვს და ცხოვრების ბოლომდე გაგყვება: ქართველი ხალხის სიყვარული!!! წარმატებები.
2
ისე კინი არაა ცუდი ბიჭი მარა, ქუთათურებს ქეცბა არ გინდათ?? დამდებია მინიმუმ კონფერენსის ჯგუფის იმ შესაძლებლობებით რაც ტორპედოს აქვს. ყველა სხვა გუნდში დღეს რა მდგომარეობაცაა ცოდოა იქ ქეცბა მაინც არაფერი გამოვა გალანძღავს და წავა პირში მთქმელი კაცია, ტორპედოში შეიძლება გამოვიდეს რაცხა
ნიკა
14:28 13-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული