მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა, კახა კალაძემ და ლევან მჭედლიძემ. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები გულშემატკივარს გამორჩეულ სანახაობას ჰპირდებიან.
კახა კალაძე: "ყოველთვის სასიამოვნოა საფეხბურთო` მოედანზე დაბრუნება. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ჩამოდიან. ძალიან ბევრი დაუვიწყარი დღე მაქვს გატარებული ამ გუნდთან და ამ ფეხბურთელებთან ერთად. ეს გულშემატკივრისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივრობ
ლევან მჭედლიძე: "მნიშვნელოვანი დღე გველის. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დონის ვარსკვლავები ჩამოდიან. მზადყოფნაში დავხვდებით და იმედია, ყველასთვის საინტერესო საღამო გამოვა. ვეცდებით, წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვითამაშებთ მოსაგებად, გავერთობით და ვისიამოვნებთ ერთად. ვარჯიშზე ყველას ეტყობოდა მზადყოფნა, რადგან წინასწარ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ბევრ გოლს და ვარსკვლავს იხილავს. იმედია, რომ ყველას ვასიამოვნებთ".
ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური "მილანის" ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე უმასპინძლებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი - 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
GFF.GE