
საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და 22-ე წუთისთვის, ანანო წიქარიძის დუბლით და თაკო ბულიას გოლით 3:0-ს იგებდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, კესარია მეტონიძემ 90-ე დააფიქსირა.
საქართველოს და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 30 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრა კვლავ სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.
nakrebi.ge