მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზურიკო დავითაშვილის პასით იბრაჰიმ სისოკომ თავურით ანგარიში შეამცირა. შემდეგ „ნანტის“ მცველს, ჟან-შარლ კასტელეტოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და სისოკომ პენალტით დუბლი შეასრულა.
დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა flashscore-სგან 7.2 შეფასება მიიღო, whoscored-ისგან 7.0, ხოლო sofascore-სგან 6.6.
„სენტ-ეტიენი“ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 5 ოქტომბერს „ოსერს“ მიიღებს.
ნანტი. „ბოჟუარი“
ნანტი - სენტ-ეტიენი 2:2
გოლები: 1:0 ლეპენანი (10), 2:0 ტომასი (49), 2:1 სისოკო (57), 2:2 სისოკო (67, პენ)
გაძევება: კოკო (90+8, ნანტი)