მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც რუსთავში 27 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის
ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
nakrebi.ge