უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამო" "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამო" მონტენეგროში პოდგორიცის "ბუდუჩნოსტსთან" 1:4 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა „დინამოს“ 3:2 ჰქონდა მოგებული, პოდგორიცაში დებიუტში ორი გოლი გაუშვა, თუმცა ვახტანგ სალიამ პენალტით ანგარიში შეამცირა. 83-ე წუთზე მცველმა გიორგი მეფარიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დრჩნენ, მასპინძლებმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს, გაიმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, სადაც „ტრაპზონსპორს“ დაუპირისპირდებიან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
ბუდუჩნოსტი - დინამო 4:1
გოლები: 1:0 კოსტიჩი (2), 2:0 კოსტიჩი (6), 2:1 სალია (17, პენ), 3:1 კამაჯი
(85), 4:1 კოსტიჩი (90+5, პენ)
გაძევება: მეფარიშვილი (83)
მკითხველის კომენტარები / 14 /
აბა სულ აკადემიას გაიძახიან და ძალიან ბიჭიერი ბავშვები გვყავსო.ერთხელ გავიდნენ და ყაზახებმა გადაგვიარეს,მეორედ მონტენეგროელებმა.რა გამოდის,ყაზახებს და მონტენეგროელებს ჩვენზე ნიჭიერი ბავშვები ყავთ თუ უკეთესი აკადემიები?
Master
01:51 03-10-2024
2
უკვე აკადემიამაც ჩ---მა დაიწყო.
yobo
00:54 03-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული