სამტრედიაში სფფ-ის კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. 18 ოქტომბერს, ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, უეფას ჰეთთრიკის პროგრამის უფროსი მენეჯერი დენის ბასტარი და ფიფას ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორი ელჰან მამადოვი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვადიმს ლაშენკო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. გახსნის ცერემონიის ფარგლებში სამტრედიის
ბავშვთა საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა ვარჯიში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებითა და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამას გარდა, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.

Sportall.Ge

პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick--ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

სამტრედიის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა ფოთში და თბილისის ხუთ უბანში, მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე, ამჟამად კი მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიღმის მასივში.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
კახი, შენ სძულხარ ისეთ არსებებს, ვისაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, ასეთების საქმეა ჩასაფრება და უსარგებლო ლანძღვა-გინება, ესეთი ნაგავსექტა ასევე ემტერებიან ისეთ მამულიშვილებს, როგორებიცაა გენო და ლაშა! სულელებო! ფეხები არ მოსჭამოთ კახისაც და დანარჩენებსაც!
26-ში ნაცების პანაშვიდია!
13:45 19-10-2024
4
კახი! მაგარი პიროვნება და მაგარი მერი ხარ! ჩვენთან თემქაზე ეხლა, რო გაიხსნება ძალიან მაგარი და ლამაზი პარკი, ადრე იყო ჭაობი მაგ ადგილას, ვერ გაივლიდი ისეთი მყრალი სუნი ამოდიოდა, ნუ ანტი სანიტარიაზე არაფერს ვიძახით, სრული სანაგვე. ეხლა უნდა ნახოთ რა სილამაზეა მის ადგილას, მთავარია ზოგიერთმა ბოროტებმა როგოც იციან ღამ-ღამობით მიპარვა და დამტვრევა ყველაფრის, ეს არ მოხდეს! ხო კიდევ, ბოდიში ეხლა ჯგუფი "მგზავრები" თუ არ ჩაატარებენ კონცერტს, აღარ გაიხსნება პარკი არა? ხოდა მგზავრებმა "იმგზავრონ ცოცხებით" ნაცების მარშზე და პრაიდებზე!
თემქელი!
12:58 19-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული