0:6. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სახლში ირლანდიასთან 0:6 დამარცხდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და შემოგვიტიეს. მსაჯმა ჩათვალა, რომ 37-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე დანელიას მოხვდა, პენალტი დანიშნა და თავისი გუნდი მაკეიბიმ დააწინაურა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, მეტოქე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და კარუსამ ქუსლით გაბუნიას ლამაზი გოლი გაუტანა. მერე მაკეიბიმ დაინახა, რომ გაბუნია წინ იყო გამოსული და შორიდან დალაშქრა მისი კარი. დარჩენილ დროში ჩვენმა მეტოქემ კიდევ სამი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო
შეხვედრა 29 ოქტომბერს დუბლინში გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - ირლანდია 0:6
გოლები: 0:1 მაკეიბი (37, პენ), 0:2 კარუსა (59), 0:4 სტეპლტონი (82), 0:5 შევა (90+5), 0:6 მენიონი (90+10)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი (კანკია 70), დანელია, ბებია, ნარსია, ჩემინავა (მწყერაშვილი 90), ხაბურძანია (ამბალია 76)

altსაქართველო - ირლანდია | პლეი-ოფის პირველი მატჩი თბილისში

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ქვეყნის დასასრული არაა. გოგოებს გამხნევება და მხარში დადგომა სჭირდებათ.
ხვალ-ზეგ უკეთესი დროც დადგება. ნუ ვიცით ხოლმე მომენტალურად ყურების ჩამოყრა.
ჯეჯე
23:35 25-10-2024
10
Მართალი იყო გველესიანი!
ლაშა
23:23 25-10-2024
15

სიახლეები პოპულარული