საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ირლანდიასთან 0:3 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა ირის ანტმანის გუნდს 0:6 ჰქონდა წაგებული და ისევ მარცხი განიცადეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ევრო 2025-ის შესარჩევის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა.

დუბლინი. „ტალა სტადიუმი“
ირლანდია - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 რასელი (3), 2:0 კარუსა (31), 3:0 მაკეიბი (54)
გამოუყენებელი პენალტი: მაკეიბი (35, ირლანდია)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, დანელია, ბუხრიკიძე, ნარსია, ჩემინავა (პასიკაშვილი 88),
ხაბურძანია (ამბალია 60), ბაქრაძე (ბებია 60)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქალი და ფეხბურთი
სოსო
22:06 30-10-2024
0
3-4 წლის წინ,ირლანდიასთან 0-6 დამარცხება,ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა.დღეს კი,განმეორებით შეხვედრაში,უკვე 0-3 წავაგეთ.ვინც აზრზე არ არის,იტყვის,ეს გიჟი ხომ არ არის,რას ბოდავსო,მაგრამ ეს ანგარიშები იმას ნიშნავს,რომ ჩვენი გოგოები სულ უფრო ძლიერდებიან და სამომავლოდ,კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებენ.დღეს პლეი ოფში რომ გავაღწიეთ,ეგ არის ძალიან კარგი შედეგი და აქ მიღებული გამოცდილება,კიდევ უფრო თავდაჯერებულებს გახდის ჩვენს გოგოებს.რაც მეტი გოგო ივარჯიშებს ფეხბურთში,მით უფრო მეტად გაადვილდება ნიჭიერი გოგოების მოძებნა და მით სწრაფად წავალთ წინ.წაგებები მომავალშიც იქნება,მაგრამ გამარჯვებებიც უკვე გამოგვერია და სამომავლოდ,სულ უფრო გავახშირებთ.
სოსო
18:02 30-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული