თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა

AutoSharing Option
13 ნოემბერს, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, შეხვედრას გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.

ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ორი კორუმპირებული გაუგებენ ერთმანეთს
დავით
08:34 12-11-2024
14
თუ იურა ურევია დელეგაციაში, ცავატანემ ზნაჩით მათი მთავარი ვიზიტის ტოჩკა სომხეთია და საქრთველოში გავლით არიან რა.დდდდ
ტტტ
22:02 11-11-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული