ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, ფიფას დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერება, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.
GFF.GE