ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისი არენაზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი, 17 დეკემბერს, საფრანგეთს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ
სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), შაკო ცირამუა (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.

დეკემბრის მატჩების განრიგი

13 დეკემბერი | საქართველო - კოსოვო | 18:00
18 დეკემბერი | საფრანგეთი - საქართველო | 00:15

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული