U19 | საქართველო 1:1 გერმანია

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა. გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა გიორგი აირაპეტიანის გოლით აღადგინა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 იანვარს, მალტის წინააღმდეგ გამართავს, 25 იანვარს კი, საქართველოს ნაკრები ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
19 წლამდელების ფუტსალის ნაკრები რა უბედურებაა 19 წლის ასაკში დიდ ფეხბურთზე ხელის ჩაქნევა ცოტა ნაადრევი ხო არაა
რა მაფიაა
00:48 24-01-2025
0

სიახლეები პოპულარული