უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 62 /
აქამდე იძახდნენ ქოცები (არ მიყვარს ასეთი მასტიგმატიზირებელი სიტყვები) უკრაინა ამერიკისთვის ომობსო და ნეტა ეხლა ვიღასთვის ომობენ? :)
0
იქნებ ხანდახან ჩართოთ ტელევიზორი, გაიგოთ რა ხდება მსოფლიოში.
დავით 67-ს
22:30 04-03-2025
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული