
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.
კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.