საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა

AutoSharing Option
20 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა.

"შუქურამ" სტუმრად დაამარცხა "გარდაბანი" 3:0. გოლები გარაკოევმა, ნუნიეშმა და ჩელებაძემ გაიტანეს.

ცხინვალის "ლიახვი" საკუთარ მოედანზე 2:5 დამარცხდა "მეტასთან".

"გაგრამ" მცხეთაში 2:1 მოუგო "ვიტ ჯორჯია 2"-ს. მასპინძელთაგან გოლი ამაშუკელმა გაიტანა, ხოლო სტუმართაგან დუბლი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა (1 გოლი პენალტით გაიტანა).

ასე და ამგვარად, მეოთხედფინალში გავიდნენ: "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", თბილისის "დინამო", "გურია", "თელავი", "შუქურა", "მეტა" და "გაგრა".

აღსანიშნავია, რომ 1/4 ფინალში ეროვნული ლიგის ოდენ 2 წარმომადგენელი ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის ტორპედოს შანსი მოხვდეს ევროტურნირებზე, იმედია გამოიყენებენ.
Georgian
20 სექტემბერი 2018 20:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული