საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 25 ნოემბერს 16:00 საათზე შედგება

AutoSharing Option
25 ნოემბერს, ბათუმში გასამართი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და გაგრა დაუპირისპირდებიან, 17:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე შედგება. მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, მაუწყებლის 1 არხზე შეეძლება.

გაგრასა და ტორპედოს ფინალური შეხვედრა ანგისას სტადიონზე გაიმართება.

GFF.GE

altსაქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის "გაგრა" და "ტორპედო" გავიდნენ


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც მიასწრებს იმან უნდა უყუროს თუ როგორ იქნება.ან ბილეთებზე დაწერეთ რამე ან 1500 იან სტადიონზე როგორ დაატევთ ხალხს.
rodemdeee
19:31 18-11-2018
0
ისიც თუ გაივსო
ჭაღარა
21:40 18-11-2018
0

სიახლეები პოპულარული