ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ნოემბერს "ტორპედომ" პენალტების სერიაში "გაგრა" დაამარცხა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

მატჩი მართლაც დრამატული გამოდგა, "გაგრა" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ტორპედომ" ანგარიშის გათანაბრება და პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

სლოვაკი თავდამსხმელი ლაჩნი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, დუბლი შეასრულა, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გამოიჩინა თავი და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 19 მატჩში "ტორპედო" არ დამარცხებულა.

ბათუმი. "ანგისა"
ტორპედო - გაგრა 2:2 (პენ, 4:2)
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (37), 0:2 ხაბეიშვილი (49), 1:2 ლაჩნი (75), 2:2 ლაჩნი (89, პენ)

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ხაბელაშვილი
(ლომსაძე 87), სამხარაძე (ივანიაძე 119), გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 81), კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, ცინცაძე (კუხიანიძე 92), გიგაური (წიქარიძე 70), დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია, კაპანაძე (დაფე 46)
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაგრას მოუგოო!!!!! გაგრასთვის უნდა მოეგო, აბა რა!!! გაგრა სად თამაშობს?
3
გვინდა თუ არა უნდა ვაღიაროთ რომ ტორპედო ეხლა ყველაზე მაგარი გუნდია ლიგაში.
თბილისი
13:47 26-11-2018
0

სიახლეები პოპულარული