ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
17 აპრილს საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა.
დღევანდელი მატჩებიდან გამარჯვებული ჯერჯერობით 4 მატჩში გამოვლინდა.
ქუთაისის "ტორპედომ" "ბორჯომს" უპრობლემოდ სძლია. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიჩარდ ლუკამ დუბლი მიითვალა. ეს მისი მეორე დუბლია "ტორპედოს" მაისურით. პირველად მან ორი გოლი გორის "დილას" ეროვნული ლიგის მე-7 ტურში გაუტანა.
მეორელიგელმა "თელავმა" ეროვნული ლიგის წარმომადგენელი "ვიტ ჯორჯია" 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"ზუგდიდისა" და "ცხინვალის" მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, თუმცა ზუგდიდელებმა საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვეს.
"ზესტაფონი" თბილისის "მერანთან" ანგარიშით 0:2 დამარცხა. არადა
ზესტაფონელებს 22-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა ბაჩუკი ბერაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მანამდე 21-ე წუთზე მოედნიდან ლუკა თოლორდავა გააძევეს.
ქედა. "არჩილ ფარტენაძე"
ბეთლემი-გურია 1:2
გოლები: 0:1 თორნიკე კიკნაძე (45+2), 0:2 დენის სკოტარენკო (75), 1:2 გიორგი ზოიძე (84)
გორი. ქართლი
ბორჯომი-ტორპედო 1:4
გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (5), 0:2 მათე ცინცაძე (21), 0:3, 0:4 რიჩარდ ლუკა (28, 36), 1:4 დავით მოსიძე (74)
თელავი. "გივი ჩოხელი"
თელავი-ვიტ ჯორჯია 3:0
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი ერისთავი (პენ. 19, 58), 3:0 ნიკოლოზ ხაჩიძე (87)
ვიდეო მოგვაწოდა ნიკა ოთარაშვილმა
თბილისი. მუხიანის ს.კ.
გაგრა-შუქურა 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ხარებაშვილი (28), ბექა ნიკოლაშვილი (90+3)
განმუხური. ცენტრალური
ზუგდიდი-ცხინვალი 3:2 (ძირითადი 1:1)
გოლები: 1:0 ოთარ ფიფია (79), 1:1, 2:2 გიორგი ბუხაიძე (90+3, 110), 2:1 სერგეი სიპატოვი (102), 3:2 გიგა წურწუმია (114)
ზესტაფონი. დავით აბაშიძე
ზესტაფონი-მერანი (თბ) 0:2
გოლები: 0:1, 0:2 დავით ბოლქვაძე (81, 90)
გაძევება: 21 ლუკა თოლორდავა (მერანი)
"სპაერი"-"კოლხეთი" 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო "ლოკომოტივი"-"ჩიხურა" - 20:00 საათზე.