საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული კლუბის მწვრთნელი თამაშამდე 2 დღით ადრე გუნდიდან წავიდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/2-ფინალში გასული საგარეჯოს "გარეჯის" მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა "ლოკომოტივთან" გასამართ შეხვედრამდე 2 დღით ადრე კლუბი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ქოქიაშვილმა მიაწოდა სპორტულ გაზეთ "ლელოს".

გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული ინტერვიუდან:

- ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩია და საინტერესოა, ნახევარფინალს რა მდგომარეობაში ხვდებით...
- არ ვიცი, გუნდი ამ თამაშს როგორ ხვდება, მე კი აღარ ვხვდები.

- ?!
- დიახ, ამ თამაშზე გუნდს სხვა მწვრთნელი გაიყვანს.

- რატომ?
- გუნდიდან წამოვედი და იმიტომ.

- ახლა უკვე გასაგებია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ რა მოხდა
ისეთი, რომ დიდი წვალებით აშენებული გუნდი მიატოვეთ?

- ასეთი გადაწყვეტილება მივიღე...

- ანუ თავად წამოხვედით?
- დიახ, ასეა. მიზეზებს ნუ მკითხავთ, არ მინდა დაკონკრეტება და იმაზე ლაპარაკი, რა მოხდა. მაგრამ ფაქტია, ჩემი იქ დარჩენა აღარ გამოდიოდა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
Kutaiseli რატო სულ რაღაც შავბნელ გარიგებებს ხედავ ვერ ვიგებ მეგობარო?ფედერაციამ რო ტორპედო დაშალა გავიგეთ უკვე და ეხლა სხვა შავბნელი საქმეებით დაკავდა??? კაი რა თუ ძმა ხარ.მოკლედ შენ რო კაცმა გისმინოს რავიცი რა....ფედერაციამ დაგჩაგრად,დაგშალათ,დაგანიავათ და ჩაჩავა არ გახსენდება???
Jordan Beli
15:51 23-10-2019
0
გარეჯის ხელმძღვანელობა შეგნებული ხალხია, ტყუილად არ გამოუშვებდნენ.
Bugha
13:50 23-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული