საქართველოს თასის ნახევარფინალში გასული კლუბის მწვრთნელი თამაშამდე 2 დღით ადრე გუნდიდან წავიდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/2-ფინალში გასული საგარეჯოს "გარეჯის" მთავარმა მწვრთნელმა დავით ქოქიაშვილმა "ლოკომოტივთან" გასამართ შეხვედრამდე 2 დღით ადრე კლუბი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ქოქიაშვილმა მიაწოდა სპორტულ გაზეთ "ლელოს".

გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული ინტერვიუდან:

- ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩია და საინტერესოა, ნახევარფინალს რა მდგომარეობაში ხვდებით...
- არ ვიცი, გუნდი ამ თამაშს როგორ ხვდება, მე კი აღარ ვხვდები.

- ?!
- დიახ, ამ თამაშზე გუნდს სხვა მწვრთნელი გაიყვანს.

- რატომ?
- გუნდიდან წამოვედი და იმიტომ.

- ახლა უკვე გასაგებია, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ რა მოხდა
ისეთი, რომ დიდი წვალებით აშენებული გუნდი მიატოვეთ?

- ასეთი გადაწყვეტილება მივიღე...

- ანუ თავად წამოხვედით?
- დიახ, ასეა. მიზეზებს ნუ მკითხავთ, არ მინდა დაკონკრეტება და იმაზე ლაპარაკი, რა მოხდა. მაგრამ ფაქტია, ჩემი იქ დარჩენა აღარ გამოდიოდა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაპარაკშივე ეტყობა რომ თავისი ნებით არ წამოსულა
ტოტტი
11:46 23-10-2019
2
გარეჯის ხელმძღვანელობა შეგნებული ხალხია, ტყუილად არ გამოუშვებდნენ.
Bugha
13:50 23-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული