23 ოქტომბერს საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.
თბილისის "საბურთალომ" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი დარტყმით გახსნა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე გოლი კი 69-ე წუთზე ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ "ტორპედო" მოედანზე ძირითადი გუნდით გავიდა. აქამდე "ტორპედომ" ჩემპიონატში დუბლშემადგენლობით, შეიძლება ითქვას, არასრულწლოვანი ფეხბურთელებით ითამაშა, ხოლო ამჟამინდელი კონტინგენტი გაუსაძლისი პირობების გამო ვეღარ ვარჯიშობს.
"საბურთალო" თასის ფინალში თანაქალაქელ "ლოკომოტივს" შეხვდება.
თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
საბურთალო-ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე (48), 2:0 ოგნიენ როლოვიჩი (69)
საბურთალო: ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, ნიკა სანდოხაძე, გაგი მარგველაშვილი (C), გიორგი კოხრეიძე, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გულიაშვილი, იური ტაბატაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტორპედო: ლევან შოვნაძე, ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, თამაზ ცეცხლაძე, პაპუნა ფონიავა, თორნიკე კაპანაძე, გოდერძი მაჩაიძე, ზაზა ციცქიშვილი, გრიგოლ დოლიძე (C), თორნიკე გრიგალაშვილი
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი