ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" გახდა, რომელმაც გორში გამართულ ფინალში თანაქალაქელი "ლოკომოტივი" დაამარცხა - 3:1.
შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა - მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. პირველივე ტაიმში ანგარიშში სხვაობა ორამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა და თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან ჩამორჩენა შეამცირა და 52-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა. დარჩენილ დროში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩში წერტილი ლევან კაკუბავამ დასვა, რომელმაც 89-ე წუთზე "საბურთალოს" მე-3 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
თბილისის "საბურთალომ" კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად მოიგო საქართველოს თასი. თბილისელებისთვის აღნიშნული ტიტული მეორეა, მოგეხსენებათ, შარშან "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
"საბურთალო" - "ლოკომოტივი" 3:1
გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე(12), 2:0 გიორგი გაბედავა (19), 2:1 ირაკლი სიხარულიძე (52, პენ), 3:1 ლევან კაკუბავა (89)
"საბურთალო": ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე(ლაშა კოხრეიძე, 67), გიორგი გაბედავა, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, იური ტაბატაძე(დაჩი ცნობილაძე 86), თორნიკე გორგიაშვილი(ლევან ყენია, 61)
"ლოკომოტივი": დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკოლოზ ჭანტურია, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, დავით კირკიტაძე(ლაშა გვალია, 78), ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე კირკიტაძე(რევაზ ინჯგია, 30), ბექა დარცმელია(დავით ჯიქია, 82), დავით უბილავა