საქართველოს თასის ისტორიაში მეკარის საუკეთესო თამაში?! მარცხი, თუმცა უამრავი "სეივი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეომასალა: facebook.com/fcmerani

გუშინ, 24 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპზე მარტვილის "მერანმა" საკუთარ მოედანზე დუშეთის "არაგვი" მიიღო და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა, რასაც უფრო ადრეც მოახერხებდა, რომ არა სტუმართა მეკარის ბრწყინვალე თამაში.

"არაგვის" 21 წლის უკრაინელმა მეკარე ბოგდან ბეზკროვნიმ, მართლაც უსისხლოდ და უემოციოდ ჩაატარა შეხვედრა და უამრავი ბურთი მოიგერია.

შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე დუშელთა ფორვარდმა ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა. 5 წუთში მეგრელებმა გაათანაბრეს - პენალტი ზუსტად გაბრიელ საღრიშვილმა შეასრულა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ხოლო დამატებითი დროის თითო
ტაიმში მარტვილელებმა თითო გოლი გაიტანეს და მესამე ეტაპზე გავიდნენ, სადაც საგარეჯოს "გარეჯს" დაუპირისპირდებიან.

3 გაშვებული გოლის მიუხედავად, უკრაინელი ლეგიონერი მოედანზე საუკეთესო იყო, რასაც ვიდეოკადრებშიც ხედავთ. ძნელია თქმა, რომელი იყო მეკარის საუკეთესო გამოსვლა საქართველოს თასის ისტორიაში, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ბოგდან ბეზკროვნით გუშინდელი თამაში ნამდვილად გახლდათ.

21 წლის მეკარემ კარიერა დონეცკის "ოლიმპიკში" დაიწყო და შარშანდელი სეზონი "თელავში" გაატარა.




მკითხველის კომენტარები / 9 /
მოკლედ აქ მეკარეც მაგარია და კომენტატირიც!
გაბო
12:46 25-08-2020
0
რა მაგარი კომენტატორია ^^)))))))))))))))))
Kosi
11:41 25-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული