ბათუმის "დინამო" თასიდანაც გამოვარდა - გეგუჩაძე გადადგა?

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმის "დინამო" 0:1 დამარცხდა ეროვნული ლიგა 1-ის "გაგრასთან". ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე საკუთარ კარში ზღვისპირული გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა ობაობონამ გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, აქამდე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ შევას "ჰაპოელთან" 0:3, ხოლო ევროვნულ ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამოსთან" 1:3 წააგო.

რა თქმა უნდა, გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან. ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით მწვრთნელი გია გეგუჩაძე გადადგა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
ე ბიჭო ბერიძეს იქნებ ურჩიოთ, თუ მართლა რასაც იძახის ევროპაზე უნდა რეგულარულად თამაში, მოიყვანოს ვინმე ესპანელი ან საერთოდ უკეთესი გერმანელი ახალგაზრდა მწვრთნელი და ამ შემადგენლობით მაგარ გუნდს დააყენებს ერთი ორ ჯოვისნაირს დაიმატებს და მეტი კი არ უნდა კარგ ევროპულ გუნდს თან სტადიონიც სასწაული აშენდა თან მაგარი ფანობა! იფ იფ უკვე რო წარმოვიდგინე რა სანახაობა იქნება!...
გულშემატკივარი
19:37 19-09-2020
1
წესით უნდა გადადგეს.ამ კაცს აშკარად შემოქმედებითი კრიზისი აქვს ბოლო წლებში.ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული უფრო და უფრო აუარესებს შედეგებს.თითქოს გაშიფრულია და ყველამ იცის რასაც ითამაშებს.ერთწლიანი პაუზა შესვენება არ აწყენდა.ევროპა ლიგაზე უშანსოდ წააგო,დინამოსთან,მთავარ კონკურენტთან უშანსოდ წააგო და ახლა თასზე მეორე ლიგელთან უშანსოდ წააგო.ასე უშანსოდ არ უნდა აგებდეს ზედიზედ სამ პრინციპულ თამაშს დიდი ამბიციების კლუბი.ახალი მწვრთნელი და ახალი სისხლი სჭირდება ბათუმს.
master
19:32 19-09-2020
3

სიახლეები პოპულარული