21 წლის შემდეგ "სამგურალი" საქართველოს თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში წყალტუბოს "სამგურალმა" საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის 29-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა და მასპინძლებმაც პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 1:0.

78-ე წუთზე "ჩიხურას" შემტევი წიქარიძის ჯარიმა წყალტუბოელთა კარის ხარიხამ მოიგერია, 2 წუთში კი სტუმრები კაცნაკრულები დარჩნენ - ნიკიტა ბასტრონმა 1-1-ზე გასული მეტოქეს წააქცია და წითელი ბარათი მიიღო.

მსაჯის მიერ დამატებულ 95-ე წუთზე კი სერგო კუხიანიძემ ჯერ საჯარიმოდან გამოსულ თორნიკე ზარქუას თავზე გადაუგდო ბურთი, შემდეგ
კი ცარიელ კარში შეაგორა - 2:0.

წყალტუბოს "სამგურალი" კი 21 წლის შემდეგ საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავთ "სამგურალს" უმაღლესი ლიგის გუნდთან გამარჯვებას, თან ორი ძირითადის ფეხბურთელი .აკლდათ.
ჯაბა
11:03 09-11-2020
0
წადიტ ქალაქს ცხვენია ტქვენი უკვე რა გგაჰერებტ გუნდჰი
sachxere
20:53 08-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული