საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა "ლოკომოტივ 2"-სა და "საბურთალოს" შორის გაიმართა, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ლოკომოტივ 2"-მა 7:6 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ჯგერენაია მოედნიდან გააძევა.
მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.
ფინალურ მატჩს 7 დეკემბერს ბათუმი უმასპინძლებს.