25 წლის სარდალიშვილმა, რომელიც ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 3 იანვრიდან კი გუნდს შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას სწორედ ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.
კარიერის განმავლობაში, სარდალიშვილს "გაგრაში", "ზესტაფონსა" და "ჩიხურაში" აქვს ნათამაშები. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მან 35 მატჩში ითამაშა, სადაც თავი 8 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამასთანავე, დავით ყიფიანის სახელობის თასზე, რომლის გამარჯვებულიც გახდა, 4 გოლი გაიტანა.
წყარო: fctorpedo.ge
ევროტურნირებისთვის უნდა გაძლიერდნენ და შეთამაშდნენ აუცილებლად.