კლუბმა ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა და გამართულ პრეზენტაციაზე კოუტინიომ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება, ხოლო კოუტინიოს მსურველებს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, მის სანაცვლოდ 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ახალწვეული ფილიპე კოუტინიო გუნდს იანვრის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
25 წლის ბრაზილიელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. ამ ტრავმის გამო მან "ლივერპულის" ის მატჩები გამოტოვა, რომლებიც ახალი წლის შემდეგ გაიმართა.
ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად 20 დღე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" კოუტინიოს ტრანსფერიდან 120 მილიონ